სასკოლო-საგანმანათლებლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანია კლუბური მუშაობა. კლუბური მუშაობა მოსწავლისათვის არის ინტერაქტიული გარემო, სადაც მას საშუალება ეძლევა, სხვადასხვა დავალებებისა და აქტივობის შესრულების დროს, ეფექტურად გადალახოს არსებული ბარიერები და სიძნელეები, შექმნას საინტერესო და ინოვაციური პროდუქტები.
სსიპ
ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლის, მაია თათეშვილის მიერ ჩამოყალიბდა კლუბი ,, STEM პროექტების მოდულირება
და კონსტრუირება“. კლუბი შეიქმნა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ათასწლეულის ფონდის მიერ დაწყებული პროექტის-,,STEM მენტორების კურსი“ ფარგლებში.
კლუბის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების,
საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) სფეროებით მოსწავლეთა დაინტერესება და მოტივაციის ამაღლება;
შემოქმედებითი და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების
განვითარება; ინოვაციური იდეების გენერირება და განხორციელება; მასწავლებლის მიერ ,,STEM მენტორების კურსი“-ზე მიღებული
თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვა პრაქტიკაში. კერძოდ, თანამედროვე ღია კომპიუტერული პლატფორმა ARDUINO-ს გამოყენებით ციფრული ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლების სწავლება და სიმულატორების გამოყენებით ინოვაციური პროექტების მოდელირება და კონსტრუირება;
კლუბში
მუშაობის შედეგად მოხდება შემოქმედებითი,
სააზროვნო, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების წარმოჩენა და მათი განვითარების ხელშეწყობა; STEM სფეროებით მოსწავლეთა დაინტერესება და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების
ამაღლება; მოსწავლეები შეძლებენ ინოვაციური იდეების განხორციელებას აღნიშნული
მიმართულებით.
ამ ბლოგზე განთავსდება კლუბის სამუშაო შეხვედრების ამსახველი ფოტომასალა
No comments:
Post a Comment